მენიუ

სავაჭრო ნიშნები

© 2015 McDonald. ყველა ელემენტი, რომელიც მონიშნულია ™ ან ® წარმოადგენს McDonald-ის კორპორაციის და შვილობილი კომპანიების სავაჭრო ნიშანს, იმ შემთხვევების გარდა, როცა მესამე მხარის სავაჭრო ნიშანი ცალკე მოცემულია. ყველა უფლება დაცულია.

McDonald-ის Happy Studio – ვებგვერდის და აპლიკაციის გამოყენების პირობები

მოგესალმებით McDonald-ის Happy Studio-ში! მოცემული პირობები განმარტავს იმ წესებს, რომელთა დაცვა აუცილებელია, როცა თქვენ სარგებლობთ Happy Studio-ს ვებგვერდით და/ან აპლიკაციით. მოცემული პირობები თქვენ გეხებათ მხოლოდ Happy Studio-ს ვებგვერდის და აპლიკაციის სარგებლობის შემთხვევაში.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით მოცემულ პირობებს და ჩვენს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას ვიდრე დაიწყებთ Happy Studio-ს სარგებლობას და სანამ თქვენს შვილს მისცემთ Happy Studio-ს გამოყენების უფლებას.

მოცემული პირობები შედგება შემდეგი პუნქტებისგან (დააწკაპუნეთ სათაურზე და გადადით პირდაპირ კონკრეტულ პუნქტზე):

  • 1. ვინ მართავს Happy Studio?

    Happy Studio-ს მართავს და აკონტროლებს McDonald's Europe Limited (კომპანიის რეგისტრაციის ნომერია: 01739890), რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებულ სამეფოში და რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე:

    178/180 Edgware Road,
    London, W2 2DS.

    ჩვენთან დასაკავშირბლად გადადით ბმულზე help@happystudio.com.

  • 2. Happy Studio -ს ვებგვერდზე წვდომა

    Happy Studio-ს ვებგვერდზე და/ან აპლიკაციაზე შესასვლელად და წვდომის მისაღებად, უნდა დაეთანხმოთ მოცემულ პირობებს. თუ არ ეთანხმებით პირობების რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ Happy Studio და ასევე, თქვენს ბავშვს ნუ მისცემთ Happy Studio-თი სარგებლობის უფლებას.

    Happy Studio ვებგვერდის და აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი და თქვენი ბავშვის პირადი გართობის მიზნით. მისი გამოყენება დაუშვებელია ბიზნესის კუთხით ან ნებისმიერი სხვა კომერციული მიზნისთვის.

  • 3. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

    ინტელექტუალური საკუთრების უფლება (ცნობილი როგორც IPR) აძლევს პიროვნებებს უფლებას დაიცვას ის რასაც ისინი ქმნიან, მაგალითად: გამოგონებები, წიგნები, ხელოვნების ნიმუშები, სიმბოლოები, სახელები, გამოსახულებები და დიზაინი. ყველა სურათი, ლოგო, ილუსტრაცია, აუდიო-კლიპი, ვიდეო-კლიპი, ტექსტი და სხვა ელემენტი, რასაც ხედავთ Happy Studio-ს ვებგვერდზე, ისევე როგორც მისი ზოგადი დიზაინი, დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებით. McDonald ან საკუთრებაში აქვს ეს IPR ან ვინმესგან მიღებული აქვს შესაბამისი ნებართვა მათი გამოყენების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გადაიღოთ ასლი, გაუკეთოთ რეპროდუქცია, შეცვალოთ, გაყიდოთ ან გასცეთ ნებისმიერი რაც Happy Studio-თან არის დაკავშირებულია, თუკი ჩვენს მიერ არ არის ასეთი ნებართვა გაცემული. თუ ასე მოხდა და თქვენ არღვევთ IPR-ს, შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები!

  • 4. თქვენი წვლილი

    თუ თქვენ ან თქვენი შვილი ჩვენ გამოგვიგზავნით რამეს ან წვლილს შეიტანთ Happy Studio-ს ელემენტების განვითარებაში, მაგალითად გამოწვევას ან ნახატს ან უფასო აპლიკაციას იმის სანაცვლოდ, რომ თქვენ და თქვენი შვილი სარგებლობთ Happy Studio-თი, თქვენ გვანიჭებთ ჩვენ, ჩვენს სააგენტოებს და ჩვენ მომწოდებლებს რეპროდუქციის, რედაქტირების, დაკოპირების, ათვისების, წაშლის, წვდომის და ზოგადად თქვენი და თქვენი შვილის მიერ შეტანილი წვლილის სარგებლობის უფლებას უფასოდ, სამუდამოდ, ყველგან მსოფლიოში, ყოველგვარი ჰონორარის გადახდის გარეშე, ცალსახად მხოლოდ ჩვენი სარგებლისთვის.

    თქვენ დაკავშირებულია, რომ ყველაფერი რასაც გამოაგზავნით ჩვენთან თქვენ და თქვენი შვილი ან წვლილს შეიტანთ Happy Studio-ს განვითარებაში, გეკუთვნით თქვენ და არ არის ვინმესგან დაკოპირებული ან არ სარგებლობთ მათი ნებართვის გარეშე.

    მხოლოდ თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ თქვენს მიერ ჩვენთან გადმოგზავნილი ნებისმიერი რამ ან Happy Studio-ში შეტანილი წვლილი არ შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას ან სურათს, რომელიც საშუალებას მისცემს სხვებს ამოიცნონ სხვა პიროვნება ან მათი პერსონალური ინფორმაცია ან საკუთრება, განსაკუთრებით მათი ნამდვილი სახელი და მისამართი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა შეტანილი წვლილი ხდება გამოწვევის, ნახატის ან უფასო ინსტრუმენტის კრეატიული წერილობითი ნაწილი.

  • 5. ბავშვებს სჭირდებათ Happy Studio-ს გამოყენებისთვის მშობლის ან მეურვის ნებართვა?

    Happy Studio არ მოითხოვს სათამაშოდ მშობლის ან მეურვის ნებართვას, როცა აპლიკაცია უკვე დაინსტალირებულია მობილურ ტელეფონზე ან ტაბლეტზე. ორივე, iTunes და Google Play უზრუნველყოფს მშობლის მხრიდან ისეთ კონტროლს და პაროლის მხარდაჭერას, რომელიც საშუალებას აძლევს მშობელს ან მეურვეს შეზღუდონ ბავშვი ჩამოტვირთოს Happy Studio.

    დამატებითი ინფორმაციისთვის, როგორ შეიძლება თქვენი ბავშვის შეზღუდვა გადადით...

    iTune-ის შემთხვევაში ბმულზე: http://support.apple.com/kb/ht1904?viewlocale=en_EN
    Google Play შემთხვევაში ბმულზე: https://support.google.com/googleplay/answer/1075738?hl=en

    ინფორმაციისთვის როგორ მოითხოვოთ პაროლი აპლიკაციის შესაძენად და კომენტარის დასატოვებლად iTunes App Store გადადით: http://support.apple.com/kb/ht1904?viewlocale=en_EN

    თქვენი Google Play ანგარიშისთვის პაროლის დაცვის მექანიზმის ასაწყობად, გადადით: https://support.google.com/googleplay/answer/1626831?hl=en

    Happy Studio-ს ვებგვერდი თქვენს ბავშვს აცნობებს, რომ აუცილებელია მან სთხოვოს მშობლებს ნებართვა ვებგვერდზე შესასვლელად. ის მოითხოვს მარტივ მათემატიკურ გამოთვლებს, სანამ ბავშვები შეძლებენ საიტზე შესვლას, ამით უზრუნველყოფილია, რომ მათ აქვთ მშობლის ან მეურვის თანხმობა.

    თქვენი ბავშვისგან არ მოხდება არანაირი პირადი ინფორმაციის მოთხოვნა არც ვებგვერდის და არც აპლიკაციის საშუალებით. ვებგვერდი და აპლიკაცია, ორივე უფასოა (გარდა იმ ფასიანი მონაცემებისა, რომელსაც მან შეიძლება მიმართოს).

  • 6. Happy Studio უსაფრთხოა ბავშვებისთვის?

    ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ Happy Studio უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის. გთხოვთ, იხილოთ ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა გასაცნობად, თუ რა სახის დაცვის ზომებია ჩადებული.

  • 7. Happy Studio გამოყენება

    როგორც, ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ Happy Studio უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის. თუმცა ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რომ ადამიანებმა დაიცვან მოცემული პირობები, ვერ შეგპირდებით, რომ ყველა ასე იქცევა. თუ ვინმე იყენებს ვებგვერდს არასათანადოდ, ჩვენი ინფორმირების გარეშე, იმ მასშტაბით, რომელიც კანონით არის ნებადართული, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი იმ ქმედებებზე რასაც ეს პიროვნება ახორციელებს.

    თქვენ ეთანხმებით, რომ არც თქვენ და არც თქვენი შვილი:

    • არ ატვირთავთ ან გამოაქვეყნებთ რამე შეუფერებელს Happy Studio-ს ვებგვერდზე, აპლიკაციაში, მშობლების გვერდზე ან არ დააგზავნით ისეთ რამეს ელ. ფოსტით, რაც შეუფერებელია ან რომელიც რამის რეკლამირებას წარმოადგენს - მაგალითისთვის შეუფერებლად (თუმცა სხვა შემთხვევებიც შეიძლება იყოს) ითვლება ნებისმიერი, რაც მოიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელსაც ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს ან კომპანიებს რადგან ის შეიცავს მათ IPR-ს, სააშკარაოზე გამოაქვს ინფორმაცია, რომელიც მათ უკეთებს იდენტიფიკაციას ან აყენებს ზიანს მათ რეპუტაციას.

    • სხვის მაგივრად ან სხვა კომპანიის მაგივრად არ გაასაღებთ თავს ან ტყუილად არ დაიბრალებთ ვინმეს ნაცნობობას;

    • არ დააშინებთ, შეავიწროებთ, ზიანს მიაყენებთ ან სხვაგვარად არ შეაწუხებთ Happy Studio-ს სხვა მომხმარებლებს;

    • არ ატვირთავთ, გამოაქვეყნებთ ან ელ. ფოსტაზე დააგზავნით რამე შეტყობინებას, რომელიც შეიცავს კომპიუტერულ ვირუს ან რამე სხვას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს Happy Studio-ს, ჩვენს კომპიუტერულ პროგრამას ან ჩვენს კომპიუტერულ სისტემას ზოგადად; ან

    • არ დაარღვევთ კანონს სხვა რომელიმე ფორმით.

  • 8. Happy Studio ბმული

    თუ თქვენ სთავაზობთ ბმულს Happy Studio ვებგვერდზე ან აპლიკაციაზე, თქვენი ვებგვერდიდან ან აპლიკაციიდან, არ უნდა აღნიშნოთ, რომ როგორღაც დაკავშირებული ხართ Happy Studio-თან და არ უნდა წარმოაჩინოთ Happy Studio შეუფერებელი, მცდარი, შეურაცხმყოფელი ან საერთოდ არასასიამოვნო ფორმით. იყავით თავაზიანი!

  • 9. ვითხოვთ რამე პერსონალურ ინფორმაციას?

    ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე სახის პერსონალურ ინფორმაციას თქვენი შვილისგან. ჩვენ პერსონალურ ინფორმაციას ვითხოვთ მხოლოდ თქვენგან, მშობლის ან მეურვისგან, იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ გამოიწეროთ ჩვენი სიახლეების ბიულეტენი ან გაწევრიანდით ჩვენს მშობლების გვერდზე. გთხოვთ, იხილეთ ჩვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა, სადაც ახსნილია რა სახის ინფორმაციას ვითხოვთ, როგორ ვიყენებთ მას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უზრუნველვყოფთ თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვას და უსაფრთხოებას.

  • 10. ჩვენი სამართლებრივი პასუხისმგებლობა თქვენს მიერ Happy Studio ვებგვერდის გამოყენების დროს

    Happy Studio ხელმისაწვდომია "როგორც არის" და "როგორც ხელმისაწვდომია" პირობებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გპირდებით, რომ ვებგვერდი ან აპლიკაცია ყოველთვის იმუშავებს შეუფერხებლად და უშეცდომოდ. დროდადრო შესაძლოა ვებგვერდი ან აპლიკაცია შემთხვევით გაითიშოს და დაგვჭირდეს ხარვეზის გასწორება ოფლაინ რეჟიმში.

    კანონის ფარგლებში, არ ვართ პასუხისმგებელი თუ ვებგვერდი ან აპლიკაცია არ იქნება ხელმისაწვდომი ან ადგილი ექნება დაყოვნებას, უზუსტობას, ხარვეზს ან ვებგვერდზე ან აპლიკაციაში გაქრება რამე. აგრეთვე, ვერ დაგპირდებით, რომ ვებგვერდი იქნება სრულიად დაცული ვირუსებისგან ან სხვა მსგავსი უსიამოვნებებისგან, როგორიცაა "ტროას ცხენები" ან "ჭიები". მიუხედავად ამისა, გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიყენებთ ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამის ვირუსებისგან დასაცავ ინსტრუმენტებს.

    კანონის ფარგლებში, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის დანაკარგზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ ა) ვებგვერდის ან აპლიკაციის სარგებლობით ზოგადად ან ბ) ვებგვერდის ან აპლიკაციის სარგებლობით გამოწვეული არაპირდაპირი შედეგებით.

  • 11. ბმულები და რეკლამები სხვა ვებგვერდებისთვის, პროდუქტებისა და სერვისებისთვის

    არავითარი საკვების რეკლამირება ან საკვები პროდუქტების მარკეტინგი Happy Studio-ზე. აგრეთვე არ არსებობს სხვა ვებგვერდებზე ან სერვისებზე ბმულები საბავშვო სექციაში, მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ როცა მათი შვილი თამაშობს, ის არის უსაფრთხოდ და დაცული.

    ზოგჯერ შეიძლება ჩვენ ჩავდოთ სხვა ვებგვერდების, პროდუქტების ან სერვისებისთვის ვებგვერდის ბულები ან რეკლამები მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უფროსებისთვის არის განკუთვნილი. თუ ჩვენ ვათავსებთ ასეთ ბმულს ან რეკლამას, ის მიმართულია მხოლოდ თქვენი კომფორტის და ინტერესებისთვის.

    ვენ არ ვიზიარებთ იმ მოსაზრებებს და შეხედულებებს, რომელსაც ის საიტები გამოახატავენ, სადაც მოცემულმა ბმულმა ან რეკლამამ შესაძლოა გადაგიყვანოთ. ჩვენ არ ვადასტურებთ ან ვიღებთ პასუხისმგებლობას ინფორმაციის სიზუსტეზე, სრულყოფილებაზე ან ხარისხზე, რომელიც შეიძლება მოცემული იყოს იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლოა ბმულმა ან რეკლამამ გადაგიყვანოთ. აგრეთვე, არ ვართ პასუხისმგებელი ამ ვებგვერდებზე შემოთავაზებული და რეკლამირებული პროდუქტის ან სერვისის ხარისხზე, მიტანის პირობებზე, მიწოდებაზე.

  • 12. შესაძლებელია ეს პირობები შეიცვალოს?

    შესაძლოა დაგვჭირდეს პირობების დროდადრო განახლება. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, გამოვაქვეყნებთ მათ ვებგვერდზე ან აპლიკაციაში, უფროსების სექციაში და სხვა რომელიმე სექტორში, საჭიროებისამებრ, რათა თქვენ ინფორმირებული იყოთ ცვლილებების შესახებ. გთხოვთ, ხშირად ეწვიეთ ვებგვერდს ან აპლიკაციას და დარწმუნდით, ხომ არ შევიდა პირობებში ცვლილებები.

  • 13. ზოგიერთი სხვა ზოგადი საკითხი

    მოცემული პირობები და პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა განთავსებული არის ერთადერთი სამართლებრივი საკითხი, რომელიც გვეხებათ თქვენ და ჩვენ თქვენს მიერ Happy Studio ვებგვერდის გამოყენების შემთხვევაში.

    თუ ამ პირობების რომელიმე ნაწილი არა კონონიერია, არასწორი და არ შეიძლება ძალაში შესვლა, მაშინ უნდა მოხდეს ამ ნაწილის იგნორირება და წაშლა და პირობების დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს მოქმედად.

    მოცემული პირობები ექვემდებარება ინგლისის კანონმდებლობას. საბედნიეროდ, არ გვაქვს სადავო საკითხები, მაგრამ ასეც რომ იყოს, ვთანხმდებით, რომ მათი მოსმენა გაიმართება ინგლისურ სასამართლოში.

  • 14. როდის მოხდა ამ პირობების ბოლოს განახლება?

    ორშაბათი, 3 აგვისტო, 2015 წელი