მენიუ

რისთვის არის ეს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა საჭირო?

მოგესალმებით McDonald-ის Happy Studio-ში! McDonald-ში ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავიცვათ თქვენი და თქვენი ოჯახის პერსონალური ინფორმაცია. პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა იძლევა განმარტებას რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მას და როგორ ვინახავთ უსაფრთხოდ და საიმედოდ..

აღნიშნული პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა ეხება ორივე Happy Studio-ს ვებსაიტს და Happy Studio-ს სმარტფონების აპლიკაციების გამოყენებას.

McDonald's Europe Limited მინიჭებული აქვს TRUSTe-ის პირადი ინფორმაციის დაცვის ბეჭედი, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა და პრაქტიკა შემოწმებულია TRUSTe მიერ და მოდის TRUSTe-ის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

თუ თქვენ გაქვთ კითხვები ან პრეტენზია ჩვენს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან ან პრაქტიკასთან მიმართებაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ help@happystudio.com.

თუ თქვენ გადაუჭრელი პრობლემა გაქვთ პერსონალურ ინფორმაციასთან ან მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენი მხრიდან ქონდა არასათანადო მოპყრობა, გთხოვთ დაუკავშირდით TRUSTe.

McDonald’s Europe Limited პერსონალური ინფორმაციის დაცვის პრაქტიკა, რომელიც მოცემულია www.happystudio.com და ჩვენი Happy Studio აპლიკაცია, მოდის TRUSTe's Web Privacy-ის სერტიფიცირების სტანდარტებთან შესაბამისობაში და იყენებს პირადი ინფორმაციის დაცვის პრაქტიკას TRUSTe's Children's Privacy Program-ასთან მიმართებაში, თუ როგორ ხდება ბავშვების ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება მოცემულ საიტზე.

მოცემული პირობები შედგება შემდეგი პუნქტებისგან (დააწკაპუნეთ სათაურზე და გადადით პირდაპირ კონკრეტულ პუნქტზე):

  • 1. ვინ ამუშავებს Happy Studio?

    Happy Studio მართავს და კონტროლს უწევს McDonald's Europe Limited, რომელიც დაფუძნებულია გაერთიანებულ სამეფოში და რეგისტრირებულია მისამართზე:

    178/180 Edgware Road,
    London, W2 2DS.

  • 2. ბავშვებს სჭირდებათ Happy Studio-ს გამოყენებისთვის მშობლის ან მეურვის ნებართვა?

    Happy Studio-ს აპლიკაცია არ მოითხოვს მშობლის ან მეურვის ნებართვას თამაშის დასაწყებად, როცა აპლიკაცია უკვე დაინსტალირებულია მობილურ ტელეფონზე ან ტაბლეტზე. ორივე, iTunes და Google Play უზრუნველყოფს მშობლის მხრიდან ისეთ კონტროლს და პაროლის მხარდაჭერას, რომელიც საშუალებას აძლევს მშობელს ან მეურვეს შეზღუდოს ბავშვი ჩამოტვირთოს Happy Studio.

    დამატებითი ინფორმაციისთვის თუ როგორ უნდა მოხდეს შინაარსის შეზღუდვა ბავშვისთვის, რომ ვერ შეძლოს შინაარსის დანახვა და წვდომა...

    iTunes-ზე, გადადით: http://support.apple.com/kb/ht1904?viewlocale=en_EN
    Google Play-ის ბაზაზე: https://support.google.com/googleplay/answer/1075738?hl=en

    ინფორმაციისთვის როგორ მოითხოვოთ პაროლი აპლიკაციის შესაძენად და კომენტარის დასატოვებლად iTunes App Store გადადით: http://support.apple.com/kb/ht1904?viewlocale=en_EN

    პაროლის დაცვის მექანიზმის ასაწყობად თქვენი Google Play ანგარიშისთვის, გადადით: https://support.google.com/googleplay/answer/1626831?hl=en

    Happy Studio-ს ვებგვერდი თქვენს ბავშვს მისცემს მითითებას, რომ აუცილებელია მან სთხოვოს მშობლებს ნებართვა ვებგვერდზე შესასვლელად.. ის მოითხოვს მარტივ მათემატიკურ გამოთვლებს, სანამ ბავშვები შეძლებენ საიტზე შესვლას, ამით უზრუნველყოფილია, რომ მათ აქვთ მშობლის ან მეურვის თანხმობა.

  • 3. Happy Studio უსაფრთხოა ბავშვებისთვის?

    ჩვენ ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ Happy Studio უსაფრთხო იყოს ბავშვებისთვის. მაგალითად, შეუძლებელია Happy Studio-ს ვებსაიტზე ბავშვებისთვის სხვასთან პირდაპირი კომუნიკაცია. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ თავისუფალი სტილის მესიჯების გაგზავნა და შეუძლებელია რამე საზიზღარი სიტყვებით მიმართონ ერთმანეთს. მშობლებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან არ არსებობს სხვებთან თავისუფალი ჩეთის, ინფორმაციის გაცვლის ან კომუნიკაციის საშუალება.

    არავითარი საკვების რეკლამირება ან საკვები პროდუქტების მარკეტინგი Happy Studio-ზე. Happy Studio წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს და ზოგადად დახურულ საიტს/აპლიკაციას.

  • 4. რა სახის პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ ჩვენ?

    ჩვენ არ მოვითხოვთ და ვინახავთ რაიმე სახის პერსონალურ ინფორმაციას თქვენი ბავშვისგან Happy Studio-საიტზე ან ვებგვერდზე.

    უფროსების სექტორში, ჩვენ ვითხოვთ თქვენს სახელს და ელ. ფოსტის მისამართს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ გამოიწეროთ ჩვენი სიახლეების ბიულეტენი ან გაწევრიანდეთ ჩვენს მშობლების გვერდზე.

  • 5. სად ინახება თქვენი პერსონალური ინფორმაცია?

    ამჟამად, ჩვენ ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას ევროპაში მდებარე მონაცემთა ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა ცვლილებები, უზრუნველვყოფთ ყველა გონივრული ზომის მიღებას, რათა თქვენი პერსონალური ინფორმაცია იყოს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის შესაბამისად უსაფრთხოდ ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც პიროვნებას აქვს ნაკლები სამართლებრივი უფლებები მათი პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან მიმართებაში.

  • 6. როგორ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოდ და საიმედოდ დაცვას?

    Happy Studio შექმნა მოხდა სხვადასხვა ტექნიკური მეთოდების გამოყენებით .რათა უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და საიმედოობა. მაგალითად, ყველა თქვენი პერსონალური ინფორმაცია ინახება კომპიუტერულ სერვერზე, რომელიც პირდაპირ არ არის ხელმისაწვდომი გარე სამყაროსთვის. ჩვენ აგრეთვე ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც გვეხმარება შევზღუდოთ გარედან წვდომა იმ მანქანებზე, სადაც განთავსებულია Happy Studio. ჩვენ ვიცავთ ზოგადად მიღებულ სტანდარტებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის დაცვა, ორივე გადაცემის და ჩვენს მიერ მის მიღების პროცესში. არცერთი ინტერნეტში გადაცემის მეთოდი ან ელექტრონულად ინფორმაციის შენახვის მეთოდი არ არის 100% უსაფრთხო ყველაფრის მიუხედავად.. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიძლევით აბსოლიტური უსაფრთხოების გარანტიას.

  • 7. გავუზიარებთ სხვებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

    არასდროს მივყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მესამე მხარეს.

    ზოგადად, თქვენს ინფორმაციას დაამუშავებენ მხოლოდ McDonald-ში მომუშავე პირები (ზოგიერთი მათგანი შესაძლოა საზღვარგარეთ მდებარე ჩვენს ოფისებში მუშაობდეს). ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგჯერ გვჭირდება ვინმე, ვინც დაგვეხმარება საიტზე შეგროვებული ინფორმაციის მართვაში და ამიტომ გვიწევს თქვენი ინფორმაციის მათვის გაზიარება. მაგალითად, ამჟამად ვიყენებთ კომპანია R/GA რესურსებს, რომელიც გვეხმარება Happy Studio ვებსაიტის და აპლიკაციის მუშაობაში. თუ ვინმეს გადავცემთ თქვენს შესახებ ინფორმაციას, პირველ რიგში დავრწმუნდებით, რომ ის მას შეინახავს უსაფრთხოდ და მესამე მხარე მას არ გამოიყენებს მარკეტინგული მიზნებისთვის.

    ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ ან გავუმჟღავნოთ ნებისმიერი ინფორმაცია საჭიროებისამებრ, კანონის, რეგულაციების და სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველზე, საიტის ინტეგრაციის დასაცავად, თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ან ნებისმიერი საგამოძიებო ან საკანონმდებლო რეგულაციების შესრულების დროს.

    ჩვენ შესაძლოა სხვებს გავუმჟღავნოთ კონკრეტული "არა-პერსონალური" სტატისტიკური ინფორმაცია, იმ ტენდენციის დასადგენად, თუ როგორ მუშაობს Happy Studio; მაგალითად, რამდენი ადამიანი სტუმრობს Happy Studio-ს ყოველ წელს. ნუ ღელავთ, ასეთი ინფორმაციით კონკრეტულად თქვენი იდენტიფიცირება ვერ მოხდება.

  • 8. შეგიძლიათ Happy Studio-ს შიგთავსი გაუზიაროთ სხვა პირს?

    Happy Studio-ს შიგთავსის გაზიარება არ მოხდება არავისთან, იმ შემთხვევის გარდა, თუ თქვენ არ მისცემთ Happy Studio-ს აპლიკაციას უფლებას წვდომა ქონდეს თქვენს კამერაზე და შეინახოს თქვენი შვილის ქმნილებების თქვენს მოწყობილობაზე, შეგიძლიათ ამ ფოტოების სხვებისთვის გაზიარება, ისეთივე გზით, როგორც ხდება სურათის სხვისთვის სტანდარტულად გადაგზავნა - ეს ფუნქცია განყენებულია Happy Studio-ს აპლიკაციის ფუნქციონალისგან.

  • 9. რამდენი ხანი შევინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

    თუ დარეგისტრირდებით სიახლეების ბიულეტენების მისაღებად ან გაწევრიანდებით მშობლების გვერდზე, ჩვენ შევინახავთ თქვენ პერსონალურ ინფორმაციას იმდენი ხანი, რამდენი ხანიც თქვენ ამ სერვისის ხელმომწერი იქნებით..

    გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ წაშლით Happy Studio-ს თქვენი მოწყობილობიდან, ეს არ ნიშნავს, რომ უარი თქვით გამოწერილ სიახლეებზე ან მშობელთა გვერდზე. თქვენ ეს დამატებით უნდა გააკეთოთ და უარი თქვათ სიახლეების მიღებაზე ან მშობელთა გვერდის წევრობაზე, თუკი ეს თქვენი სურვილი იქნება.

  • 10. შეგიძლიათ შეიტყოთ ჩვენთან რა პერსონალური ინფორმაცია ინახება თქვენს შესახებ?

    შეგიძლიათ მოითხოვოთ ყველა პერსონალური ინფორმაციის ასლი რომელიც ჩვენთან ინახება, ამისთვის დაგვიკავშირდით მისამართზე help@happystudio.com

  • 11. როგორ შეგიძლიათ წაშალოთ ან განაახლოთ პერსონალური ინფორმაცია?

    თუ გსურთ უარი თქვათ სიახლეების მიღებაზე და/ან მონაწილეობა მიიღოთ მშობლის გვერდზე მოცემულ აქტივობებში, გინდათ, რომ ჩვენ წავშალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მაშინ თქვენ:

    (i) დააწკაპუნეთ "ხელმოწერის გაუქმებაზე", რომელიც მოცემულია ჩვენს მიერ გამოგზავნილი ელ. წერილის ბოლოში (გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ გსურთ გააუქმოთ ხელმოწერა ორივე, სიახლეების ბიულეტებზე და მშობლების გვერდზე, მაშინ ხელმოწერის გაუქმების ოპერაცია უნდა შეასრულოთ ორჯერ); ან
    (ii) დაგვიკავშირდით help@happystudio.com.

    .თუ თქვენ სურვილი გაქვთ განაახლოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, თქვენ უნდა შეასრულოთ ხელმოწერის გაუქმების ზემოთ მოცემული მოქმედებები და შემდეგ თავიდან, ჩვეულებრივად განახორციელოთ რეგისტრაცია ახალი მონაცემების გამოყენებით..

  • 12. შესაძლებელია Happy Studio-ს აპლიკაციის წაშლა?

    შეგიძლიათ ისევე წაშალოთ Happy Studio-ს აპლიკაცია თქვენი მოწყობილობიდან, როგორც ამას სხვა რომელიმე აპლიკაციის შემთხვევაში აკეთებთ.. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ წაშლით Happy Studio-ს აპლიკაციას თქვენი მოწყობილობიდან, ავტომატურად არ მოხდება სიახლეებზე და მშობლის გვერდის ხელმოწერის გაუქმება, ასეთის ქონის შემთხვევაში. ეს უნდა გააკეთოთ დამატებით, რათა აღარ მოხდეს სიახლეების და მშობლის გვერდზე არსებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

  • 13. როდის დაგიკავშირდებით?

    თქვენი სურვილისამებრ, დროდადრო, ჩვენ შეგვიძლია დაგიკავშირდეთ მეილით და გაცნობოთ Happy Studio-ს ვებსაიტზე არსებული უახლესი ამბები. თუ მეტი აღარ გსურთ სიახლეების მიღება, შეგიძლიათ მასზე უარი თქვათ სიახლეების მეილში მოცემული ინსტრუქციის დაცვით..

    მშობელს ან მეურვეს აგრეთვე ექნება არჩევანი გაწევრიანდნენ ჩვენს "Parents Panel":. თუ უკვე მშობლის გვერდის წევრი ხართ, შესაძლოა მეილით გთხოვოთ Happy Studio-ს შესახებ თქვენი აზრი მოგვაწოდოთ, ოჯახთან ერთად მაკდონალდში მიღებული თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ ან უბრალოდ თქვენი, როგორც მშობლის ან მეურვის აზრი დააფიქსიროთ..

  • 14. არის კიდევ რამე რაც უნდა იცოდეთ Happy Studio აპლიკაციის სარგებლობის დროს?

    Happy Studio აპლიკაცია, სხვა სმარტფონის და ტაბლეტების აპლიკაციების მსგავსად, იღებს შენი სმარტფონის უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს (მაგ. აიფონის შემთხვევაში ეს არის "UDID") რათა განახორციელოს აპლიკაციის ინსტალაცია და გამოყენება. ეს კოდი არის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც გამოიყენება თქვენი მოწყობილობის იდენტიფიკაციისთვის. ჩვენ პირდაპირ არ ვიყენებთ ჯეო-ლოკაციის-მაძიებელს აპლიკაციაში, თუმცა როცა თქვენ იწერთ აპლიკაციას, ჩვენ უკვე ვიცით რომელ ქვეყანაში ცხოვრობთ. ამ ინფორმაციას ვიღებთ თქვენს მოწყობილობაში მითითებული ქვეყნის დასახელებით და თქვენი IP მისამართით, როცა ის უკავშირდება Happy Studio-ს სერვერებს.

    როცა თქვენ პირველად სარგებლობთ აპლიკაციით, ის მოგთხოვთ შესაბამისი უფლების მინიჭებას:

    (i) გამოგიგზავნოთ შეტყობინება - როგორიცაა მაგ. როდის არის აპლიკაციის განახლება ან ახალი შიგთავსი ხელმისაწვდომი; არ არის აუცილებელი შეყობინების მიღების უფლება მისცეთ, მაგრამ, ასეთის შემთხვევაში, გპირდებით, რომ თავს არ მოგაბეზრებთ გადაჭარბებული რაოდენობით და თქვენ გექნებათ უფლება თქვენს მოწყობილობაზე გამორთოთ მათი მიღების ფუნქცია ნებისმიერ დროს;
    (ii) მისცეთ თქვენი მოწყობილობის კამერაზე და ფოტო ბიბლიოთეკაზე წვდომის უფლება - ეს საჭიროა, რადგან აპლიკაციის ზოგიერთი ფუნქციონალი საჭიროებს კამერის გამოყენებას, მაგ. სკანირება და თქვენი შვილის მიერ გაკეთებული Happy Studio-ს ქმნილებების შენახვის საშუალება თქვენს ფოტო ბიბლიოთეკაში; შეგიძლიათ აირჩიოთ მისცეთ თუ არა აპლიკაციას ამის უფლება, მაგრამ თუ ამას არ იზავთ, ამის შედეგად აპლიკაციის ზოგიერთი ფუნქცია შეზღუდულად იმუშავებს. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეზღუდოთ თქვენს მოწყობილობაზე წვდომა. წვდომის მინიჭების შემთხვევაშიც კი, ჩვენ არ ვინახავთ ან ვიყენებთ სურათებს, რომელიც თქვენი მოწყობილობის კამერით არის გადაღებული ან იმ არსებულ ფოტოებს, რომელიც ფოტო ბიბლიოთეკაშია დაცული.

  • 15. რა არის Cookie ფაილები და ვიყენებთ მათ ან რამე მათ მსგავს?

    ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა cookies, beacons, tags და scripts გამოყენება McDonald-ის და ჩვენი პარტნიორების (როგორიცაა მარკეტინგული სააგენტოები), წარმომადგენლობების, ანალიტიკოსების და სერვისის მომწოდებლების (როგორიცაა ჩვენთვის ანალიტიკის პროვაიდერი და ჰოსტინგის პროვაიდერი) მიერ. Cookie ფაილები არის ინფორმაციის ტექსტური ელემენტი, რომელსაც ვებსაიტი გადასცემს ვინმეს კომპიუტერს და ამით საშუალებას აძლევს ვებსაიტს დაიმახსოვროს კონკრეტული ინფორმაცია და შესაბამისად გაამარტივოს ვებსატის გამოყენება. ამ განყოფილებაში აგიხსნით უფრო დეტალურად თუ რა არის Cookie ფაილები და როგორ შეგიძლიათ მისი დაბლოკვა/წაშლა.

    Cookie ფაილები ძალიან ჰგავს პიროვნებას, რომელიც დგას თქვენს ადგილობრივ McDonald-ში სალარო აპარატის უკან. ამ პიროვნებამ არ იცის თქვენი სახელი ან სად ცხოვრობთ, მაგრამ ის კარგად გიცნობს თქვენ და იცის თქვენი საყვარელი შეკვეთა რომელია, ასე რომ ყოველ ჯერზე როცა მიხვალთ მას შეუძლია გამოიცნოს რას შეუკვეთავთ და ამით მომსახურება უფრო სწრაფი გაახადოს ვიდრე ჩვეულებრივ!

    ვებსაიტების უმეტესობის მსგავსად, Happy Studio-ს ვებსაიტიც იყენებს Cookie ფაილებს სხვადასხვა მიზნით და მხოლოდ იმიტომ, რომ გააუმჯობესოს თქვენი ონლაინ გამოცდილება. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ სუფთა გიფებს (ასევე ცნობილია როგორც Web Beacons), რომელიც ეხმარება Happy Studio-ს შიგთავსის უკეთესად მართვაში. სუფთა გიფები არის პატარა ზომის გრაფიკული გამოსახულება უნიკალური იდენტიფიკატორით (ფუნქციით Cookie ჰგავს), რომელიც ინახება პიროვნების მოწყობილობის მყარ დისკზე და ისინი ჩაშენებულია ვებგვერდებზე ონლაინ მოძრაობის თვალყურის სადევნებლად. აღსანიშნავია, რომ ყველა შეგროვებული ინფორმაცია ანონიმურია და ჩვენ არ ვაგროვებთ პერსონალურ კითხვად ინფორმაციას ამ სუფთა გიფების გამოყენებით.. ჩვენ ვიყენებთ სუფთა გიფებს HTML-ის მეილებისთვის, რათა გავიგოთ რომელი მეილი გახსნა მიმღებმა და ამით უზრუნველვყოფთ კომუნიკაციის ეფექტურობას (გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ უარი თქვათ ნებისმიერი მარკეტინგული კომუნიკაციის მიღებაზე, მეილში მოცემული მარტივი გაუქმების ინსტრუქციის დაცვით).

    ჩვენ შესაძლებელია ვისარგებლოთ cookie ფაილების სპეციალური ტიპით, რომელსაც ეწოდება Flash cookie, და რომელიც გვაძლევს საშუალებას შევინახოთ თქვენს მიერ ვებსაიტზე არჩეული პარამეტრები (მაგალითად, როგორ ხმამაღლა მოგწონთ ვებსაიტზე ხმა). Flash cookies ფაილები განსხვავებულია ბრაუზერის cookies ფაილებისგან, რაოდენობრივად, ტიპის მიხედვით და მონაცემების შენახვის გზით.. Cookie მართვის ინსტრუმენტი, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გთავაზობთ, არ დაბლოკავს Flash cookie-ებს. იმისთვის, რომ მართოთ პირადი ინფორმაცია და შენახვის პარამეტრები Flash cookie-ების შემთხვევაში, აქ დააწკაპუნეთ.

    cookie ფაილი ტიპიურად შეიცავს დომენის სახელს, საიდანაც ეს cookie ფაილები იგზავნება, cookie-ების "სიცოცხლის" ხანგრძლიობას და შემთხვევით დაგენერირებულ უნიკალურ ნომერს ან სხვა მნიშვნელობას.

    მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ ვიყენებთ "სესიის" cookie-ებს, რომელიც დროებითი ფაილებია და თქვენს ბრაუზერში რჩება მანამდე სანამ, თქვენ იმყოფებით საიტზე; და "უკვდავ" cookie-ებს, რომელიც რჩება ბრაუზერში უფრო დიდი ხანი (სიცოცხლის ხანგრძლიობა დამოკიდებულია კონკრეტული cookie-ის დანიშნულებაზე).

    შეგიძლიათ გაააქტიუროთ კომპიუტერზე ფუნქცია, რომელიც გაცნობებთ cookie-ების მიღების შესახებ ან აირჩიოთ ყველა cookie-ფაილების გამორთვის ფუნქცია. მარტივად შეიძლება ნებისმიერი cookie-ების წაშლა, რომელიც კი თქვენი ბრაუზერის cookie ფაილების ფოლდერში განთავსდება. შესაძლებელია cookie ფაილების პარამეტრების თქვენს სურვილზე მორგება ბრაუზერის პარამეტრების გამოყენებით.. ყველა ბრაუზერი განსხვავებულია, ამიტომ დაგჭირდებათ მიმართოთ თქვენი ბრაუზერის Help მენუს და მიუთითოთ “cookies”, რათა ადვილად მიაგნოთ “cookie ფაილების ფოლდერს. მაგრამ თუ თქვენ სარგებლობთ ბრაუზერით Explorer 8, შეგიძლიათ მიჰყვეთ შემდეგ ნაბიჯებს და წაშალოთ cookie ფაილები:

    1. დააწკაპუნეთ Internet Explorer-ის ღილაკზე მის გასახსნელად..
    2. დააწკაპუნეთ Tools ღილაკს და შემდეგ Internet Options.
    3. General ტაბზე, Browsing history-ის ქვეშ, დააწკაპუნეთ ღილაკზე Delete.
    4. აირჩიეთ Cookies-ის ჩამრთველი ღილაკი და დააწკაპუნეთ ღილაკზე Delete, თუ ის არ არის უკვე გააქტიურებული. გამორთეთ ან ჩართეთ ჩამრთველი ღილაკები, ნებისმიერი ოფციის წაშლის სურვილის შემთხვევაში.

    თუ არ შეცვლით რომელიმე ჩამრთველ ღილაკს, რომელიც შლის ბრაუზერის ისტორიას, ის აგრეთვე გაანადგურებს დროებით ინტერნეტ ფაილებს, ვებგვერდის ისტორიას და cookie ფაილებს. დროებითი და cookie ფაილები, რომელიც თქვენ შენახული გაქვს სასურველი ვებსაიტებისთვის, დაცულია.

    თუ თქვენ გამორთავთ cookie ფაილების ფუნქციას, მაშინ შესაძლოა ბოლომდე ვერ ისარგებლოთ იმ გართობით და არსებული ფუნქციებით, რომელიც ვებსაიტზეა მოცემული და შესაძლოა ზოგიერთმა ვებგვერდმა გამართულად ვერც იმუშაოს. თუ თქვენ გამორთავთ cookie ფაილებს თქვენი ბრაუზერის პარამეტრების გამოყენებით, მაშინ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ თქვენ თანახმა ხართ ისარგებლოთ Happy Studio-ს ვებსაიტზე არსებული cookie ფაილებით..

    გაეცანით ჩვენს Cookie ფაილების პოლიტიკას და შეიტყეთ მეტი cookie ფაილების შესახებ.

  • 16. რა სახის ინფორმაციის გაზიარება ხდება ან გროვდება ამ პარტნიორის მიერ?

    Happy Studio თანამშრომლობს მესამე მხარე პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს საიტის ოპტიმალური მუშაობა. პარტნიორების უმეტესობა აგროვებს, ამოწმებს და აანალიზებს არა პერსონალურ ინფორმაციას, რათა მიაწოდოს Happy Studio-ს ზუსტი ანალიტიკა. ეს ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ თქვენი მომსახურება, შინაარსი გავხადოთ მომხმარებლებისთვის უფრო საინტერესო და უკეთ გასაგები და უკეთ ვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს.

    ჩვენს პარტნიორებში შედიან ჩვენი მარკეტინგული სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ Happy Studio-ზე, ანალიტიკის პროვაიდრი და ჰოსტის პროვაიდერი.

    კითხვების შემთხვევაში ჩვენს პარტნიორებთან პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოების პრაქტიკასთან დაკავშირებით ან თუ როგორ იყენებენ თქვენი ბავშვის პერსონალურ ინფორმაციას, გთხოვთ, უშუალოდ დაგვიკავშირდით help@happystudio.com.

  • 17. შეიძლება ეს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა შეიცვალოს?

    შესაძლოა დაგვჭირდეს პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის დროდადრო განახლება. პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ცვლილებებს ვებგვერდზე უფროსების სექციაში და ვებგვერდის სხვა რომელიმე სექტორში, საჭიროებისამებრ, რათა თქვენ ინფორმირებული იყოთ ცვლილებების შესახებ. გთხოვთ, ხშირად ეწვიეთ ვებსაიტს და შეამოწმეთ, ხომ არ შევიდა პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკაში ცვლილებები. თუ თქვენს მიერ სადმე მითითებულია ელ. ფოსტის მისამართი და განხორციელებულმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენი ინფორმაციის მართვაზე, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გაცნობებთ ელ. ფოსტით ამის შესახებ მანამდე სანამ ცვლილება შევა ძალაში.

  • 18. როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ?

    პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან მიმართებაში კითხვების ან შეთავაზების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ help@happystudio.com.ან მისწეროთ კომპანიას McDonald’s Europe Limited, 178-180 Edgware Road, London W2 2DS, UK ან დაგვირეკოთ ტელეფონზე
    ( +995 32) 292 29 45.

  • 19. როდის მოხდა პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის ბოლო განახლება?

    3 აგვისტო, 2015

  • 20. Happy Studio დაკავშირებულია სხვა ვებსაიტებთან?

    არის რამდენიმე ადგილი, სადაც Happy Studio გადადის სხვა ვებსაიტებზე:

    TRUSTe: TRUSTe ლოგო (და ბრენდი) უკავშირდება TRUSTe ვებსაიტს, რათა მომხმარებელს მიაწოდოს დამატებითი დეტალები McDonald -ის და Happy Studio-ს შესაბამისობის შესახებ TRUSTe-ის პერსონალური ინფორმაციის დაცვის სერტიფიცირებასთან მიმართებაში.

    Apple iTunes და Google Play: Happy Studio აპლიკაცია და Happy Studio მობილური ვებსაიტი უკავშირდება Apple iTunes App Store და Google Play პირდაპირ, რათა მომხმარებლებმა შეძლონ iPhone, iPad და Android-ისთვის McDonald-ის აპლიკაციების გადმოწერა. Happy Studio აპლიკაცია აგრეთვე აძლევს მომხმარებლებს შესაძლებლობას შეაფასონ Happy Studio აპლიკაცია იმ გვერდზე, საიდანაც მოხდა მისი ჩაწერა. გვერდზე შესვლის დროს, მომხმარებელს სთხოვენ აპლიკაციის შეფასებას და კომენტარის დატოვებას. მომხმარებელს ნებისმიერი აპლიკაციის ჩაწერა, შეფასება და კომენტარის გაკეთება შეუძლია თუ ის სარგებლობს მოქმედი მომხმარებლის ანგარიშით და ამ ანგარიშით არის შესული აღნიშნულ გვერდზე.

    ინფორმაციისთვის, როგორ შეიძლება საიტის შიგთავსის ნახვის და წვდომის შეზღუდვა ბავშვისთვის...

    iTunes-ზე გადადით: http://support.apple.com/kb/ht1904?viewlocale=en_EN
    Google Play-ის ბაზაზე: https://support.google.com/googleplay/answer/1075738?hl=en

    ინფორმაციისთვის როგორ მოითხოვოთ პაროლი აპლიკაციის შესაძენად და კომენტარის დასატოვებლად iTunes App Store გადადით: http://support.apple.com/kb/ht1904?viewlocale=en_EN

    პაროლის დაცვის მექანიზმის ასაწყობად თქვენი Google Play ანგარიშისთვის, გადადით: https://support.google.com/googleplay/answer/1626831?hl=en