მენიუ

დაგვიკავშირდით

უშუალოდ გსურთ ჩვენთან დაკავშირება?
მოგვწერეთ:

help@happystudio.com

კითხვები Happy Studio-ს შესახებ

  • რა არის Happy Studio?
    Happy Studio მთლიანად უფასო პლათფორმა, რომელიც შექმნილია McDonald -ის მიერ თამაშის წამყვან დიზაინერებთან და ბავშვის განვითარების ექსპერტებთან თანამშრომლობით. ის მიმართულია, რომ ბავშვებმა აითვისონ ღირებული უნარები კრეატიული როლის-თამაშის დახმარებით. ის შედგება სახალისო და საგანმანათლებლო თამაშების, აქტივობების და გამოცდილებისგან, რომელიც ხელს უწყობს ოჯახური დროის ხარისხიან გამოყენებას. რეგულარულად ჩნდება ახალი გმირები, ასე რომ ყოველთვის არის სიახლე თამაშის დროს.
  • McDonald ინახავს დეტალურ ინფორმაციას ჩემი ბავშვების შესახებ?
    Happy Studio თამაშები უზრუნველყოფს ანონიმურობის დაცვას. ჩვენ არ ვითხოვთ ან ვინახავთ თქვენი შვილის შესახებ ინფორმაციას.
  • როგორ ხდება თამაშების და აქტივობების ტესტირება აპლიკაციის დონეზე?
    ყველა ჩვენი თამაშის და აქტივობის ტესტირება ხდება დამოუკიდებლად და ფასდება ექსპერტების მიერ. ჩვენი ექსპერტები ტესტავენ თამაშებს და აქტივობებს ბავშვებთან ერთად, რათა დარწმუნდნენ, რომ ის სახალისოა და ხელს უწყობს სასარგებლო უნარების განვითარებას.
  • როგორ შეიძლება აპლიკაციის შესახებ ჩემი აზრი გამოვხატო?
    ჩვენ მადლობელი ვიქნებით ყველა გამოხმაურებისთვის, რასაც მოგვაწოდებთ აპლიკაციების შესახებ. თუ დაინტერესებული ხართ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება Happy Studio -თან მიმართებაში, შემოგვიერთდით მშობლების გვერდზე. შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი აზრი და რეიტინგი ინდივიდუალურად ყველა თამაშზე.
  • McDonald ხომ არ უკეთებს რეკლამას საკუთარ პროდუქციას აპლიკაციების საშუალებით?
    არცერთი საკვები პროდუქტის რეკლამირება არ ხდება აპლიკაციებში. ჩვენი სურვილია, თქვენი ოჯახისთვის შევქმნათ სახალისო გარემო მიზანმიმართულ თამაშებზე ორიენტირებით. ამიტომ არასოდეს ვუკეთებთ რეკლამას McDonald -ის საჭმელებს Happy Studio-ში.

ტექნიკური კითხვები

  • რა არის Unity პლეიერი და რისთვის არის საჭირო მისი ჩაწერა?
    Unity პლეიერის დამხმარე კომპონენტები გეხმარებათ, რომ თქვენს ბრაუზერში დაინახოთ 3D შიგთავსი. ის საუკეთესო საშუალებაა ითამაშოთ Happy Studio და ამისთვის გჭირდებათ მისი ჩაწერა. ის უფასოა, უსაფრთხო გამოსაყენებლად და საჭიროებისამებრ ხდება მისი განახლება, ასე რომ მისი მხოლოდ ერთხელ ჩაწერა საკმარისია.
  • არის დამატებითი საფასური გადასახდელი აპლიკაციის ჩასაწერად?
    დამატებითი საფასურის გადახდა არ არის საჭირო თუკი მას Wi-Fi-ის გამოყენებით ჩაწერთ. მაგრამ შესაძლებელია ხარჯები გაიზარდოს, თუკი მას სხვა რესურსების გამოყენებით ჩაწერთ. უმჯობესია ჩაწეროთ Happy Studio როცა ქსელთან დაკავშირებული ხართ Wi-Fi -ის საშუალებით დამატებითი ხარჯების თავიდან ასაცილებლად.
  • რამდენი ხანი სჭირდება აპლიკაციის ჩაწერას?
    დამოკიდებულია თქვენს მოწყობილობაზე და კავშირზე, რამდენიმე წუთი საკმარისია.
  • რამხელა სივრცეა საჭირო ჩემს მოწყობილობაზე Happy Studio ჩასაწერად?
    Happy Studio აპლიკაცია იკავებს 400-500მბ, რომელიც მოიცავს თამაშებს, აქტივობებს და უფასო ინტერაქტიულ ციფრულ წიგნებს.
  • შემიძლია Happy Studio თამაში, როცა არ მაქვს ინტერნეტთან კავშირი?
    თქვენ არ გჭირდებათ ინტერნეტთან კავშირი Happy Studio-ს სათამაშოდ. მაგრამ თავდაპირველად თამაშისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ აპლიკაციის ჩაწერა.